ტერაქტი ავღანეთში დაღუპულია 6 ხოლო დაშავებულია 11 ადამიანი

სროლა და აფეთქებები ავღანეთში პაკისტანის საკონსულოსთან. ჯალალაბადში დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

აფეთქების შემდეგ ტერორისტებმა საკონსულოს გვერდით ერთერთ სახლს შეაფარეს თავი და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 2 ავღანელი სამედრო. თავდასხმის გამო ძალოვანებმა ახლოსმდებარე სკოლებში ევაკუაცია განახორციელეს.

ავღანელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ტერორისტების სამიზნე შესაძლოა არამხოლოდ პაკისტანის არამედ სხვა ქვეყნების საკონსულოებიც ყოფილიყო, რომელიც ამავე ქუჩაზე მდებარეობს, რის გამოც ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს მანანა კობახიძე გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრი მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს