ტერაქტების დასაგეგმად მომზადებული 600-მდე ტერორისტი ევროპის ტერიტორიაზე გადანაწილდა

დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, დანია, შვედეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერაქტების მოწყობისთვის სპეციალურად გაწვრთნილი 400-ზე მეტი ტერორისტი იმყოფება.

აღნიშნულ ინფორმაციას „Associated Press“ დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი მონაცემებით, ტერორისტებს, ასაფეთქებელ მოწყობილობებთან მუშაობასა და თვალთვალის პროცედურებში, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში ამზადებდნენ.

დაზვერვის ინფორმაციით, ერთ ჯგუფში არიან გაერთიანებულნი და იმ დაჯგუფების ტერორისტები, რომლებმაც პარიზის ტერაქტების სერია განახორციელეს, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, დანიასა და შვედეთში გადანაწილდნენ.

როგორც ცნობილია, ტერორისტების კიდევ ერთი ჯგუფი მათ თურქეთიდან შეუერთდა.

ერაყის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ევროპის აეროპორტებსა და სარკინიგზო სადგურებში 2 თვის მანძილზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე, როგორც ცნობილია, არსებობს კიდევ 3-კაციანი თვითმკვლელ ტერორისტთა ჯგუფი, რომლებიც ახალ თავდასხმებს გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიგალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია
შემდეგი სტატია“თქვენ ხართ სახე, სახელი და ღირსება ქართული სახელმწიფოსი”- თინა ხიდაშელმა ჯარისკაცებს მიმართა