ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-პოლონური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიხსნება მე-2 საერთაშორისო ქართულ-პოლონურ კონფერენცია – „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, პოლონეთის, ამიერკავკასიისა და ევროპის ქვეყნების აგრარული სფეროს სპეციალისტები, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების პროფესორები და ექსპერტები.

კონფერენციას გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნირო დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი.

კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სატყეო მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებს. პოლონელი სპეციალისტები მონაწილეებს გააცნოებენ პოლონეთში არსებულ მდგომარეობას და გაუზიარებენ იმ მდიდარ და წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც პოლონეთს სატყეო დარგში აქვს.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პროფ. გიორგი გაგოშიძის დაჯილდოვება პოლონეთის სატყეო საქმის საპატიო მედლით – „პოლონელი მეტყევის დაშნა“.

კონფერენცია 26 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიხსნება და სამი დღე გაგრძელდება.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. გურამიშვილის გამზირი N17, მე-5 სართული.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არჩევნები უკვე ჩატარდა
შემდეგი სტატია,,წინასწარ აცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაჩენას ცდილობენ არჩევნებამდე”