„ტელევიზიებს და სოციალურ ქსელებს თუ დახურავენ, მაშინ „ქუჩის ფოსტა” ამუშავდება პირდაპირ”

„ტელევიზიებს და სოციალურ ქსელებს თუ დახურავენ, მაშინ „ქუჩის ფოსტა” ამუშავდება პირდაპირ.
ანუ, დღეს ადამიანები ტელევიზორთან და კომპიუტერთან მაინც სხედან და მათ თუ ამასაც შეუზღუდავ, ქუჩაში გამოვლენ ინფორმაციის მისაღებად, რაც პირველ რიგში ხელისუფლებისთვის იქნება სერიოზული პრობლემა.ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, ის „მავნე მრჩეველები“ შეცვალოს ჯობია, ვინც არაერთხელ ჩააგდო ამ მდგომარეობაში და რაც პირველ რიგში სწორედ მის დისკრედიტირებას იწვევს.

და კიდევ, მავანნი, ის პოლიტიკოსები, ვინც ბოლო დროს დისტანცირებას ცდილობენ, ტელევიზიებს საერთოდ არ ახსენებენ, სამაგიეროდ პირდაპირ ივანიშვილს „უთხიან“ ძირს.

ზოგადად კი, ადამიანები თუ არ მალავენ გადასახადებს და დეკლარირებას ახდენენ, რომ მათ წარმოექმნათ გადასახადი, ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. რადგან არის რესტრუქტურიზაცია, გადავადებები, სხვადახვა ფორმები…მითუმეტეს, რომ ბევრი კომპანიების მიმართ ეს არაერთხელ მომხდარა.
მოკლედ, მედიასაშუალებებზე ასეთი ხისტ განცხადებები სხვა არაფერია, თუ თავისუფალი აზრის შეზღუდვის მცდელობა.ფინანსებთით და მატერიალურ საშუალებებით ქვეყანის მანიპულირება კი, ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს.“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაში“მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის”-პატრიარქი
შემდეგი სტატია“ფსევდო პროდასავლური მიხეილ სააკაშვილი კოლონიალიზმზე ლაპარაკობდა, როდესაც დასავლეთზე ჰკითხეს”