“სვეტის” დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მან სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გივი ჯიბლაძის და თორნიკე ჯანელიძის ადვოკატების თხოვნა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე ბრალს არ აღიარებენ. გამოძიება მათ მენაშენეების მილიონობით ლარის უკანონო დაუფლებას ედავება.

banner
წინა სტატიაში,,როდესაც დავბრუნდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალმა თაობამ აიღოს ხელში ძალაუფლება”
შემდეგი სტატიასაქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი