სვანეთში, თეთნულდზე სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა

სვანეთში, თეთნულდზე სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც 58 წლის მამაკაცი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ტურისტი მთის ფერდობზე იპოვნეს და მესტიაში გადაასვენეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, თეთნულდის მთაზე ოთხკაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ. საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ტურისტი მთის ფერდობზე იპოვნეს და მესტიაში გადმოასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებებს აფასებს – კომბლები შეიძლება გავთალოთ და დავალაგოთ ჭერში
შემდეგი სტატიავასაძის კომბლების რევოლუცია – სასულიერო პირების ნაწილი მრევლს დაჯგუფებაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს