სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ

სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. მოზარდის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტოქსიკური ბიჟუტერია – საშიში სამკაულები მაღაზიებში
შემდეგი სტატიასომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა