სუს – თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

სუს – თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი.

აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა – ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც „გაბედეს“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

როგორც შსს-ს წარმომადგენელმა გიორგი გადელიამ განაცხადა, ყველა პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციაზე შალვა ნათელაშვილის ვაჟი, ბექა ნათელაშვილი და მოძრაობა „გაბედეს“ კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს.

აქციის მონაწილეები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ვაჟა-ფშაველას გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ცდილობენ პოლიციას დაკავებულების წაყვანის უფლება არ მისცენ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება სუს-თან – სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტროს წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილს პასუხობს