სუს-ში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ზაზა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა

სუს-ში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი ფიგურირებენ, დაკავებულ ზაზა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განაცხადა, ხასაიას ქრთამის აღების საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი დაკავება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა.
„საერთოდ არ არის არაფრის საქმის კურსში. არავითარი ქრთამის საქმე. გამოკითხეს და მას არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდა. ჩატარდა ასევე მისი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს იარაღი. იმ საქმესთან, რომელიც ქრთამის აღების მუხლით მიმდინარებს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შემხებლობა არ აქვს“, – განაცხადა იმედა ბეროშვილმა.

ზაზა ხასაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 სექტემბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიხორბლის იმპორტიორები მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ
შემდეგი სტატიაცესკო – პრემიერის ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში, თუმცა ის სრულიად განსხვავდება ცესკო-ში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან