სუს-ში ყუფარაძის 6 საათიანი გამოკითხვა დასრულდა

6 საათიანი გამოკითხვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასრულებულია – გიორგი ყუფარაძემ, ლილუაშვილის უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა;

“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელები – გიორგი ყუფარაძე, ნიკა ცხვარაძე და ლაშა კუხიანიძე, გენ.ინსპექციაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სუს-მა ორგანიზაციის ოფისი, მათი საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები გაჩხრიკა.

“საქმიდან გამომდინარე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გაუთქმელობის ხელწერილზე მაქვს ხელი მოწერილი. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, მაქსიმალურად შევეცადე შეკითხვებზე პასუხის გაცემას. რაც შეეხება შთაბეჭდილებას, როგორც წინაზე ვთქვი, ანალოგიურია, ცდილობენ ჩვენი ორგანიზაციის მწყობრიდან გამოყვანას, ისე რომ, თავისუფლად მუშაობა ვერ შევძლოთ”, – ამბობს ყუფარაძე.

მისივე თქმით, სუს-ს მასთან ბევრი შეკითხვა ჰქონდა, მათ შორის ლოგიკურიც, თუმცა ყუფარაძისთვის გაუგებარია, რატომაა ამ მუხლით საქმე აღძრული.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის მუხლით დაწყებული გამოძიების ფაგლებში, “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ოფისიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები, დისკები, დოკუმენტები და პირადი ტელეფონები.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: გვაქვს აღმავალი ტალღა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღებაზე: ილ ღაზის როლზე ვარ თანახმა