სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

„ ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი.

განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“არის სერიოზული პროცედურული დარღვევები,” – ნიკა მაჭუტაძე მიხეილ თათარიშვილის დაკავებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაყირიმის ანექსიის სამი წლისთავი-საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს