(video) სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის პანაშვილი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.

სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მიდიოდნენ.

პარალელურად, ისინი ხელს აწერდნენ პეტიციას, რომელიც საზოგადოების ნაწილის ინიციატივით ორი დღის წინ შედგა. ხელმომწერები სულხან მოლაშვილის წამებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 ივნისს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

https://youtu.be/sZjHk5FT1zM

banner
წინა სტატიაშივინ არიან „ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები
შემდეგი სტატია6-7 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი