6-7 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

ჯონ კერი : თურქეთი ამზადებს ოფიციალურ მოთხოვნას გიულენის ექსტრადიციის თაობაზე

ჯონ კერი საკუთარი ფოსტის გატეხვაში რუსეთს და ჩინეთს ადანაშაულებს2016 წლის 6-7 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურის სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაში(video) სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
შემდეგი სტატიაუნგრეთი მიგრანტებთან დაკავშირებულ რეფერენდუმს ოქტომბერში ჩაატარებს