სუბარი – ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეზე არსებული მტკიცებულებები იქნება მყარი გარანტი, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს

ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეზე არსებული მტკიცებულებები იქნება მყარი გარანტი, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს, – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა. მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

„სასამართლო პროცესი დღეს არის, ჟურნალისტები დაიკითხებიან. მათი ჩვენებები და არსებული მტკიცებულებები ძალიან მყარი გარანტი იქნება გამოძიებისა და სასამართლოს ხელში, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა პასუხს აგებს. სხვა მტკიცებულებები და მასალები თუ არსებობს, ეს სასამართლოს უნდა მივაწოდოთ. კრიტიკულ მედიაზე შეტევა იყო, როცა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს ბრძანება გასცა, „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, სადაც სცემეს ყველა ჟურნალისტი, დაარბიეს შენობა და ტელევიზიას სამი მილიონის ზარალი მიაყენეს. შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს წაართვეს და კეზერაშვილსა და ჯოზეფ ქეის გადასცეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წინა სტატიაშისუბარი – სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს იმ მოღალატეთა სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია
შემდეგი სტატიასაგარეჯოში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა