სტუდენტებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დასრულდა

kvirikaსტუდენტებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დასრულდა. 115-ე აუდიტორია დატოვეს სტუდენტებმა, თუმცა მათ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

“მე ვთხოვე სტუდენტებს შეწყვიტონ პროტესტი, გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან, ვნახოთ თუ ისინი გაიზიარებენ ჩემს თხოვნას, კარგი იქნება”,-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი შენობიდან არ გამოსულა, ის სავარაუდოდ ლადო პაპავასთან იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, ის მოისმენს სტუდენტების პრობლემებსა და მოთხოვნებს, რის შემდეგაც კომენტარს ააკეთებს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით სტუდეტებმა აქცია გუშინ გამართეს. სტუდენტები თვითმმართველობის ძირეულ რეფორმას, ე.წ ოდეერის ინსტიტუტის გაუქმებას და უნივერსიტეტისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს.

პრემიერ-მინისტრი თსუ-ში მოულოდნელად მივდა. მას მხოლოდ დაცვის ორი წევრი ახლდა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის ქუჩებში გაჩენილი ქაფის წარმომავლობა დაადგინეს
შემდეგი სტატიაპრემიერი: სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს