პრემიერი: სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს

kvirikaaa“დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, თუ რა სახით იქნება ეს, კიდევ ერთხელ შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ და პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრა, სადაც უკვე სამუშაო ატმოსფეროში იქნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, უნივერსიტეტში მმართველობითი ორგანოების სტრუქტრუქტურებზე.

“ყველაფერ ასეთ მტკივნეულ საკითხზე ჩვენ აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი,ზოგს ჩვენ მოვუსმენთ და გავიგონებთ”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სტუდენტური პროტესტი საერთოდ არ არის უცხო რამ, თუმცა სამწუხაროა,რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული რამდენიმე კორპუსში.

“მე მათ ვთხოვე, რომ შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაც უკვე მოგახსენეთ. ვნახოთ, ისინი თუ გაიზიარებენ თხოვნას, ეს ძალიან კარგი იქნება. გარდა ამისა, თსუ-ს რექტორთანაც მქონდა მოკლე შეხვედრა და საუბარი ყველა ამ პრობლემატიკაზე”,-აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისტუდენტებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიაპოლონეთმა სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ჩანაწერები გამოაქვეყნა