სწორედ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა

სწორედ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა, რომელსაც ერთი სიტყვით ჭაობი ჰქვია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხონში, საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, მან არჩევანი საიმედო ხვალინდელი დღისთვის გააკეთა.

„გავაკეთეთ არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ წინასაარჩევნოდ ეს მარაზმი, საზოგადოების ფარული ჩანაწერებით და გულისამრევი რაღაცებით მართვა უნდა დასრულდეს. ასეთი კანდიდატი არის სწორედ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, რომელიც ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა, რომელსაც ერთი სიტყვით ჭაობი ქვია“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ხონის მუნიციპალიტეტში, მე-3 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდში რამდენიმე უბნის შესასვლელთან გაკრულ სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს ხსნიან
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე – ბათუმში უკვე 20-ზე მეტი დარღვევაა დაფიქსირებული