„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდის საარჩევნო უბნის შესასვლელებთან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს ხსნიან.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანონდარღვევაა, რადგან სააგიტაციო მასალა უბნის ერთადერთ შესასვლელთან არის გაკრული. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მმართველი პარტიის აქტივისტები ზურაბიშვილის მაისურებით გადაადგილდებიან.
„მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეს არის კანონდარღვა, რადგან სადაც ეს სააგიტაციო მასალებია გაკრული, არის უბნის ერთადერთი შესასვლელი“, – ამბობს წითლიძე.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ზუგდიდში, რიყის 63-ე და 99-ე, ასევე ჭითაწყარის 76-ე უბნებზე დაფიქსირდა.