ლევან ვარშალომიძე – ბათუმში უკვე 20-ზე მეტი დარღვევაა დაფიქსირებული

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები რომ არ გააყალბოს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, – ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ბათუმში ამ დროისთვის 20-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. ლევან ვარშალომიძის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში ბათუმის მერიის თანამშრომლები არიან ჩართული.

“10:00 საათისთვის ბათუმში უკვე 20-ზე მეტი დარღვევაა დაფიქსირებული. კარგად ნახეთ კადრები, თუ როგორ ხდება ბათუმის მეცხრე უბანზე თანხის დარიგება. ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები რომ არ გააყალბოს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ ხმას დავიცავთ. აღსანიშნავია, რომ საჯარი მოხელეები ბათუმის მერიიდან საარჩევნო პროცესებში არიან ჩართულნი”,- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშისწორედ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა
შემდეგი სტატიამარნეულის მე-13 უბანზე, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი 48-ნომრიანი სამოსით მუშაობდა