სწორედ ამ უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს – მაია ცქიტიშვილი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიზეზი, სწორედ ის აქციები და აქტივობებია, რომლებზეც არანაირი წესების და რეგულაციების დაცვა არ ხდებოდა, არამედ პირიქით, მოწოდებაც კი იყო, რომ წესების დაცვა არ მომხდარიყო.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს სწორედ იმ უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება.

“ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რა გახდა ამ შემთხვევების მიზეზი და ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის შემდგომი აქტიურობა, მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. ვგულისხმობ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, უპასუხისმგებლო აქციებს.

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც მათ შორის არანაირი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მიწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ აისახოს იმ რიცხვებში. სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.

პოლიტიკური პროცესი არის ჩვენი, თითოეული ჩვენგანის საკონსტიტუციო უფლება, შესაბამისად, ჩვენ ვერანაირად ვერ მივაყოლებდით კონსტიტუციურად დადგენილ პროცესს, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესსაც, აქედან გამომდინარე შეზღუდვების დაწესება, ან მათზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა იმ დროს, როდესაც ასეთი აქციები იყო ქუჩაში. აქედან გამომდინარე, მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას, მეორეს მხრივ, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბიზნესთან კომუნიკაციის გზით, ამას სჭირდება ასევე, გარკვეული პერიოდი,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : დასავლელი პარტნიორების ვალდებულებაა, მოგვიწოდონ, შევიდეთ პარლამენტში, ისინი არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზეც მიუთითებენ
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი : განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის