სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

სტრატეგია აღმაშენებელის გადაწყვეტილებით, პარტია მეათე მოწვევის პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია და პარტია გირჩიც.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია ლელომ. მათი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები.

დღესვე პარტია ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პარლამენტში არ შედის
შემდეგი სტატიაარც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შედის