“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პარლამენტში არ შედის

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ, რომ 31 ოქტომბერს არ ჩატარდა არჩევნები, რა თქმა უნდა ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ გადაწყვეტილებაა – არ შევალთ იქ, სადაც არაფერია საერთო პოლიტიკასთან. იქ არავის არაფერი გვესაქმება. მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტი ვერ გახდება ლეგიტიმური, თუ ის შინაარსობრივად არ გამოხატავს ხალხის ნებას”
შემდეგი სტატიასტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს