საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციის გარეშე, პარლამენტში მხოლოდ “ქართული ოცნება” იქნება.
ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტო გამოუცხადა და არც ერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
ქართული ოცნება – 48.15%
ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
ევროპული საქართველო – 3.78%
ლელო – 3.15%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
გირჩი – 2.86%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%
30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.