სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაა დატანილი: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ერთ კილო ფაროსანას 1000 მანეთად ჩაიბარებენ
შემდეგი სტატიაჩვენი ყოფილი თანაგუნდელების წასვლა პოლიტიკური პროცესია და არა რეალური დაინტერესება მოსამართლეთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით