სტოლტენბერგი: NATO-რუსეთის შეხვედრამდე კონსულტაციებს ვმართავთ პარტნიორებთან, საქართველოსთანაც

NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის საბჭოს სხდომამდე უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილეს ოლგა სტეფანიშინას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრამდე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც უკრაინასთან, ასევე ალიანსის სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან.

“მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირას NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური გზავნილი. ჩვენ ყურადღებას გავამახვლიებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შფოთვის მიზეზებს, თუმცა ნებისმიერი შინაარსიანმა დიალოგმა უნდა გათვალისწინოს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთებაც. ეს უნდა მოხედეს უკრაინასთან კონსულტაციით, როგორც ამას დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან.” – თქვა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშირატომ წუწუნებს „მამა მოდა“
შემდეგი სტატიაპარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია ხდება