სტინგი და კრის ბოტი ქართველი მსმენელისათვუს ორდღიან კონცერტს გამართავენ

27 და 28 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზში “SOLO” წარმოგიდგენთ კონცერტს – “Chris Botti featuring Sting”.

“გრემის” მფლობელი ორი ლეგენდარული მუსიკოსი 2 საათის განმავლობაში ცოცხალი მუსიკითა და შესრულებით წარსდგებიან მსმენელის წინაშე და შეთავაზებენ ჯაზის, პოპისა და როკის საინტერესო სინთეზს.

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი და შემსრულებელი სტინგი ქართველი მსმენელის წინაშე ერთი საათის განმავლობაში იმღერებს და თავისი რეპერტუარიდან ისეთ ჰიტებს შეასრულებს როგორებიცაა – „Desert Rose”, “Every breath You Take” და “Shape of My Heart”. კრის ბოტი და სტინგი, ასევე ერთობლივად შეასრულებენ მსმენელისთვის ნაცნობ და საყვარელ კომპოზიციებს – “When I Fall In Love,” “Concierto de Aranjuez”, “The Very Thought of You”.

ამერიკაში ყველაზე წარმატებული ჯაზ-ინსტრუმენტალისტი, არტისტი და მუსიკოსი კრის ბოტი, რომელიც კარგად იცნობს ქართველ მსმენელს, საქართველოში ბრუნდება. იგი ერთი საათის განმავლობაში სრულიად განსხვავებული საკონცერტო პროგრამით, ვირტუოზ ბენდთან ერთად წარსდგება. ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს. თითოეულ “SOLO” მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ორი ბილეთი. ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.SOLO.ge ან http://facebook.com/www.SOLO.ge

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძე იუმორისტულ გადაცემა “ვანოს შოუში” გასულ ვიდეოს გამოეხმაურა
შემდეგი სტატია“სოლიდარობის ფონდმა” სიმსივნით დაავადებული 215 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა