სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით, მაჟორიტარებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის მაჟორიტარი დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. განცხადება უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატები აპირებენ, 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვონ, რათა კონსტიტუციური პროექტის ინიცირება მოხდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების სჭირდება 76 დეპუტატის ინიცირება ან 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი გუშინ ინიციატივით გამოვიდა, ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს.

banner
წინა სტატიაშიყველაფერს აქვს თავის ფორმა და მთავარია ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებ-კალაძე
შემდეგი სტატიამოსამართლემ სერგო რატიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევა