მოსამართლემ სერგო რატიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევა

თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან, სადაც 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება, ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგო რატიანი გააძევეს.

​მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ამის მიზეზად მისი სიცილი დაასახელა. დარბაზიდან გასვლამდე რატიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ კი არ იცინოდა, “უმისამართოდ იღიმებოდა”. სწორედ “უმისამართოდ გინებას” ასახელებენ აქციის მონაწილეების დაკავების მიზეზად სასამართლოში მოწმედ მიყვანილი პოლიციელები.

“თქვა, რომ გამაძევა სიცილის გამო. მე დავუზუსტე, რომ უმისამართოდ ვიღიმებოდი, რადგან ამას წინ უძღოდა ბრალდება, რომ ერთ-ერთი დაკავებული თითქოს იგინებოდა. როცა ჰკითხეს პოლიციელს, ვის აგინებდა, თქვა, რომ ზოგადად იგინებოდა, ვერ დააზუსტა ვის აგინებდა”, – უთხრა რატიანმა ჟურნალისტებს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

მოსამართლემ სიცილის გამო დარბაზიდან კიდევ რამდენიმე მოქალაქე გააძევა.

banner
წინა სტატიაშისრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით, მაჟორიტარებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა