სროლა მთაწმინდაზე – ცეცხლი პოლიციას გაუხსნეს

რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე ორმხრივი სროლა იყო. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საშუალო ასაკის მამაკაცმა სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა. შემთხვევა ვეჯინის ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

როგორც „თაიმერს“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველები ყაჩაღობაში ბრალდებული პირის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც მან სამართალდამცველების წინააღმდეგ გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში განეხორციელებინათ. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შემდეგი სტატიაპროკურატურაში არ აკონკრეტებენ, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე გიორგი გახარიას