სპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში კონსულტაციები დასრულებულია. დღეს გახდება ცნობილი ვინ იქნება ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და დაიკავებს თუ არა ამ თანამდებობას მანანა კობახიძე.

ასევე დასახელდება სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობაც. სავარაუდო კანდიდატებს შორის კი იყვნენ მიხეილ ყაველაშვილი და ლერი ხაბელოვი.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უმრავლესობის წევრები არ ახმაურებენ.

„კონსულტაციები დარჩენილ ორ კომიტეტთან დაკავშირებით პრაქტიკულად დასრულდა და დღის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავავრცელებთ ოფიციალურ განცხადებას და გავასაჯაროებთ თუ ვინ გაუძღვება სპორტისა და ახალგაზრდობის და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს მეცხრე მოწვევის პარლამენტში,“ – განაცხადა ქართული ოცნების წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის სიტყვები თვალებში ნაცრის შეყრაა – პაატა შეშელიძე ლარის გაუფასურებაზე
შემდეგი სტატიასაკომიტეტო თანამდებობები – “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ