საკომიტეტო თანამდებობები – “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

საკომიტეტო თანამდებობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო პოზიცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ასევე ამ დრომდე არ არსებობს შეთანხმება არც ვიცე სპიკერის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

„ჩვენ სავარაუდოდ კიდევ გვჭირდება ორი დღე და ჩამოვყალიბდებით იამასთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება ჩვენი მხრიდან წარდგენილი ვიცე სპიკერად. როგორ ჩამოვყალიბდებით ფრაქციებთან დაკავშირებით, ამას საზოგადოებას რამდენიმე დღეში ვეტყვით,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსს კი უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ფრაქციას გიორგი ლომია უხელმძღვანელებს, მათი კვოტით ვიცე სპიკერის თანამდებობაზე კი ირმა ინაშვილს წარადგენენ.

საკომიტეტო თანამდებობებზე ისინი პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშისპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათშორისი კომისიის ბოლოს სხდომა მიმდინარეობს