ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება – სპეცოპერაციისას დაზარალებული

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული რამდენიმე ოჯახი დაზიანებულ ბინებში დროებით შეუშვეს. პერიმეტრს კვლავ სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
ერთერთი დაზარალებული ნათია ბაგაშვილი აცხადებს, რომ მთელი სადარბაზო ამორტიზებულია: “არ შეიძლევა ცხოვრება, როგორ შეიძებეა, ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება “.

ზვიად მაისურაძის თქმით, მკი მის ბინაში საყრდენი კედელია დაზიანებული, ჩამსხვრეულია ფანჯრები. ” აქ ცხოვრება წარმოუდგენელია”.

46-ე კორპუსში, რომ ვითარება რთულია ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

„არ შეიძლება ცხოვრება, როგორ შეიძლება, ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება. ჯერ კომპენსაციაზე არ ყოფილა საუბარი. არ ჩატარებულა ჯერ ექსპერტიზა,“ – განაცხადა დაზარალებულმა.

კორპუსის ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა კი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, სპეცოპერაციის შემდეგ 18 ოჯახი, საერთო ჯამში კი 83 პირი სასტუმროებში გადაანაწილეს. მათივე ინფორმაციით, ვიდრე არ დადგინდება, ვარგისია თუ არა ბინები საცხოვრებლად, იქამდე, დაზარალებულები დროებით საცხოვრებლებში იცხოვრებენ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულს ომბუდსმენის წარმომადგენელი მოინახულებს
შემდეგი სტატიამწვავე კამათი “სახალხო პარტიის” შეკრებაზე – მელია პოროშენკოს დაუპირისპირდა