სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გ.წ.-მ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მოიკლა

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გ. წ.-მ, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა​, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, 17:53 საათზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, 1983 წელს დაბადებულ გ.წ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშითამუნა ქარელი: „ხელი ავიფარე და ვფიქრობდი, თუ აგვაფეთქეს, სახე გადამირჩება და ჩემები ამომიცნობენ-მეთქი, უპატრონო მიცვალებულად ყოფნის მეშინოდა“
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრს პარლამენტში ელოდებიან