სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება , რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმაა, 100 ათასი ადამიანი შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა