მანჯგალაძე – 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმაა, 100 ათასი ადამიანი შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე

15 მაისის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმა არის, რომ 100 ათასი ადამიანი შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„15 მაისის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმა არის, ოპოზიციამ მიიღო ერთი მილიონი ხმა და რომ დავარწმუნოთ ადამიანები, 10 პროცენტი მაინც,რომ ასი ათასი ადამიანი შვეკრიბოთ 15 მაისს თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასასვლელად აუცილებელია ორი მექანიზმის ამუშავება, ერთია საერთაშორისო საზოგადოების ზემოქმედება და მეორე მოქალაქეების აქტიური ჩართულობა

„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ვიცით, რომ მიტაცებულს არავინ თავის ნებით არ თმობს. აუცილებელია ორი მექანიზმის არსებობა, პირველი არის საერთაშორისო ზემოქმედება და მეორე მექანიზმი არის საზოგადოების აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. როგორც კი ორივე მექანიზმი ერთდროულად მოვა სისტემაში, „ქართული ოცნება“ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას ,ანუ მოხდება შეთანხმება“, – განაცხდა მანჯაგალაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიამერიკელი ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ნახევარი მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებენ
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება