სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი სააკაშვილის ექსტრადიციაზე და დარწმუნებული ვარ, მას მუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ლტოილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ტაციაობა იქნება ქვეყნებს შორის, სად მოიხადოს სასჯელი და იმ სასჯელის მოხდის შემდეგ, რომელ ქვეყანას გადასცენ შემდეგი სასჯელის მოსახდელად. მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა“-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბევრი დრო არ არის დარჩენილო, როცა უკრაინაშიც დაიწყება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.

რაც შეეხება მიხელ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დაკავებას, როგორც სუბარმა აღნიშნა, სააკაშვილი იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.

„არა მგონია, გადადგომა მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო. ის იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა. მან ვერ გაამართლა ერთ ქვეყანაში და ვერ გაამართლებდა მეორეშიც. ჩააფლავა ყველაფერი, რასაც გაეკარა. მისი მიზეზით მოხდა საქართველოს 20 %-ის დაკარგვა და შემდეგ ამის აღიარება რუსეთის მიერ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ დენის ტარიფის შეცვლის არანაირი წინაპირობა არ არსებობს
შემდეგი სტატია„მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქმიანობას ენერგეტიკაში გავაგრძელებ”