სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს

კალვჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს, ნაკრების მწვრთნელთა და სპორტსმენთა ნაწილი სხდომაზე შეუვარდა, წყალი შეასხეს  და კვერცხები დაუშინეს

ბომონდ გარდენში მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა, რომელიც მათ სხდომაზე არ უშვებდა, მათი თქმით, ეს სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით ხდებოდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს , სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მათ სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს. ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ რომ თანამდებობა დაეტოვებინა. თავის მხრივ სოსო ჯაჭვლიანი აპირებდა რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ვიცე-პრეზიდენტი რევაზ ლუთიძე და დაპირისპირებაც ამ ფაქტს მოჰყვა. სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.

გამგეობის სხდომა ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო, მკლავჭიდელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია – ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია – მომავალი 4 წლის განმავლობაში გვექნება საშუალება იმისა, რომ სისტემურად განახლდეს ინფრასტრუქტურა, რაც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს