სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა 2-3 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთს ეწვევა, სადაც ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება პანელი – „აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის შემდეგ“, სადაც იმსჯელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ამ ინიციატივის ფარგლებში აქვთ.

სოფიო ქაცარავა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებსა და სამომავლო მოლოდინებზე ისაუბრებს.

„საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. ასეთი სახის ფორუმები გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და ჩვენ სამომავლო მოლოდინებზე ასევე, მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ხედვები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავა გამართავს ორმხრივ შეხვედრებს და ასევე შეხვდება პოლონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა