სოფიო კილაძე : საპოლიციო კონტროლის მიზანი დანაშაულის პრევენციაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო კონტროლის მიზანი დანაშაულის პრევენციაა- ეს განცხადება, მმართველი გუნდის დეპუტატმა სოფიო კილაძემ გააკეთა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დაწყებული კონტროლი დროული და მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, 2013 წელს მომზადებულ “პოლიციის შესახებ” ახალ კანონში საპოლიციო კონტროლი, როგორც ღონისძიება, მკაცრად გაიწერა.
„ეს კონტროლი კანონში დეტალურად არის გაწერილი. შესაბამისად, საპოლიციო კონტროლის მიზანი პრევენციაა. პრევენციული ღონისძიებები დროული იყო. ვიცით, რომ ადგილი რიგ დანაშაულებებს ჰქონდა, მათ შორის დიდი ტრაგედია მოხდა, რაც ბავშვებს უკავშირდებოდა. ამიტომ, სანამ რაიმე შედეგი დადგება, ამ პროცესში პოლიცია უნდა ჩაერთოს”, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას კანდიდატურა წარადგინეს
შემდეგი სტატიაჩაწყობილი მატჩები – დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს