ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი წევრები საარჩევნო სიაშიც იყვნენ

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭოს ახალი წევრები პარტიის საარჩევნო სიაშიც იყვნენ.

„ბუნებრივია, სიას ჯერ ვერ გავაცხადებთ. რაც შეეხება ახალი სახეების წარდგენას, ეს ეტაპობრივად განხორციელდება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, სიაში იყვნენ პოლიტსაბჭოს ახალი სახეები, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სავსებით ლოგიკურია, პოლიტსაბჭოს წევრები მოხვდნენ სიაში.

მისივე თქმით, ახალი წევრები შეირჩა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, რა ნიშნითაც ყალიბდება საარჩევნო სია.

„ეს არის პიროვნული თვისებები, წარსული, ეს არის ის.ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც იყო გადამწყვეტი პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევისას“,-აღნიშნა ირკალი კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ცხრა ახალი წევრი ყავს. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან – დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – წინასაარჩევნო პროცესებში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება
შემდეგი სტატიასოფიო კილაძე: როგორც ჩათვლის პარტია საჭიროდ, ისე ვიმოქმედებ