სოფელ ქვახვრელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია, რომელსაც ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ცხედარს სოფლის განაპირას, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მიაკვლიეს. გარეგანი დათვალიერების შედეგად მას ძალადობის ნიშნები არ ეტყობა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: შეხვედრა “უწმინდურები უწმინდესთან”
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეაგროვა საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები