გიორგი კანდელაკი: ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეაგროვა საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი კანდელაკის განცხადებით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეაგროვა საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები იმისათვის, რომ სარჩელი შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია ‘’ცენტრისტების’’ აკრძალვის მოთხოვნით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა ამ შინაარსის სარჩელი და ვუერთდებით. ნაციონალური მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის პრაქტიკულად ყველა წევრი ხელს აწერს ამ სარჩელს, რაც საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ეს სარჩელი დღეს შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და დაიძრას პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოსული ამ პოლიტიკური ძალის ასაკრძალად, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ქართულ ოცნებათან და ბიძინა ივანიშვილთან.

banner
წინა სტატიაშისოფელ ქვახვრელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაპარტია „ცენტრისტები“ შესაძლოა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას