სოფელ მარაბდასთან ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, დაიღუპა 2 ახალგაზრდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდასთან ერთმანეთს ტრაილერი და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის საგარეო უწყება – აზერბაიჯანი არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგებს
შემდეგი სტატიაშსს-მ ძაღლის მეპატრონე ,რომელმაც ცხოველი დანით დაჭრა ,დააკავეს