სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამა მოკლა-შვილმა კი თვითდაზიანება მიიყენა

რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა  ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეში. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას კ.წ შვილმა ნიკოლოზ წურწუმიამ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შვილმა კი თვითდაზიანება მიიყენა. სავარაუდო დამნაშავე ჩხოროწყუს რაიონის საავადმყოფოში გადის მკურნალობას.  როგორც ექიმები აცხადებენ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ბერდია კალანდია

ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ით კრიტიკულად მძიმე​ პაციენტებში მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების ეფექტთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს
შემდეგი სტატიაგაგრაში ცეცხლი სანატორიუმ “მოსკოვს” უახლოვდება