სოფელ კინჩხაში მეწყრული პროცესები ვითარდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მეწყრული პროცესები ვითარდება,- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ფეისბუქ” გვერდი- “კინჩხა” სათანადო ფოტოებსაც აქვეყნებს.

სოფელ კინჩხაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ეხმაურება და მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს.

“სოფელ კინჩხში ვითარდება ეს მოვლენები. ეს არეალიც გორდის უზარმაზარი მეწყრული სხეულია. ამ მეწყერთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ (2017) ჩავატარეთ კვლევა განათლების სამინისტროს თხოვნით. აქვე ლინკს დავდებ ანგარიშისას. შებრძანდით და ნახეთ, რამხელა მეწყრულ სხეულზეა საუბარი: https://ies.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/გორდი-კომპლექსური-გეოლოგიური-კვლევა.pdf  “,- წერს გოდოლაძე.

აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშინიკუშა ფარულავა: “ამაშიც არ გვაქვს ბედი – ელისაშვილი მართავს რაღაცას კულისებიდან”
შემდეგი სტატიაოსები რუსებთან გათანაბრებას აპროტესტებენ