სოფელ ხურვალეთიდან გატაცებულ 36 წლის მაია ოთინაშვილის ოჯახს, ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია

სოფელ ხურვალეთიდან გატაცებულ 36 წლის მაია ოთინაშვილის ოჯახს, ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. 3 შვილის დედა, ქმართან ერთად, კაკლის ასაკრეფად იყო წასული იმ ნაკვეთში, რომელზეც ამ დრომდე მოსავალს იღებდა. მაია ოთინაშვილს საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მავთულხლართებზე გადაათრიეს. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ქალი კიოდა, დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მისი დახმარება ვეღარ შეძლეს. მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი სამსახური ინფორმირებულია.

banner
წინა სტატიაშიშინდისის გმირების დაზიანებული მემორიალის ნაწილი უკვე აღდგენილია
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტი „ბოლნისქალაქობისთვის” ემზადება