სოფელ გამარჯვებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევო შტაბის თანამშომლებს თავს დაესხნენ

„რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნების დანით შეიარაღებული აქტივისტები სოფელ გამარჯვების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბში შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრ ნიკა მჭედლიძეს. საგულისხმოა, რომ თავდამსხმელები ლაშა ხაჭვანი და გივი ჩილაშვილი ქართული ოცნების ის აქტივისტები არიან, რომლებიც ორი დღის წინ ხევდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პლაკატებს.
ამ შემთხვევის პარალელურად თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის, გივი ჩილაშვილის მამა, ქუჩაში დაზარალებულ ნიკა მჭედლიძის დას თავს დაესხა, ის ნაცემია დაფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
დღეს დილით ქართულმა ოცნებამ მემორანდუმი გამოაქვეყნა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა შეერთებოდნენ მას. ამ მემორანდუმის ძირითადი სულისკვეთება არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა და ძალადობისგან თავის არიდება. მემორანდუმის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში კი, ქართულმა ოცნებამ შეიარაღებული პირები ოფისში შესაჭრელად გააგზავნა, რათა ჩვენს მომხრეებს თავს დასხმოდნენ.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართული ოცნების ლიდერებს, შეაჩერონ ძალადობა, რომლის ძირითადი ინსპირატორი ქართული ოცნებაა, მოვუწოდებ სასწრაფოდ დააკავონ ლაშა ხაჭვანი, გიული ჩილაშვილი და აგრეთვე გიულის ჩილაშვილის მამა ვაჟა ჩილაშვილი და ამით მაინც დაამტკიცონ, რომ ერთგულები არიან ამ მემორანდუმის მიმართ.

თუ ეს ყაჩაღები დარჩებიან დაუსჯელები ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ქართული ოცნება პირდაპირი ინსპირატორი იქნება იმ ძალადობის, რომელიც ჩვენს ქუჩებსა და პოლიტიკურ სივრცეშია. ქართული ოცნების მთავარი ამოცანა და მიზანი საარჩევნო პროცესის ჩაშლაა“.

banner
წინა სტატიაშიკახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე მივიდა