ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე მივიდა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე მივიდა, თუმცა შენობაში ვერ შევიდა, რადგან მასზე საშვი არ იყო დაშვებული. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ გვარამია უწყებაში შევიდა.

ის დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გვარამიას მისვლამდე შსს-ში გამოცხადდა პაატა ბურჭულაძეც.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისოფელ გამარჯვებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევო შტაბის თანამშომლებს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძემ თითქმის 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ შს სამინისტრო დატოვა