კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა

კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა.

ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

“ირაკლი ქადაგიშვილი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. იგი იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად. ასევე იყო კათოლიკოს პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი. მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ირაკლი ქადაგიშვილი გახლდათ კახეთის რეგიონის კურატორი. მას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს, რომელშიც ყველა ჩვენთაგანი დარწმუნებული ვართ”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა წარმატება უსურვა ქადაგიშვილს, ხოლო ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი : “ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულიანი ხელისუფლება და ოპოზიცია”
შემდეგი სტატიასოფელ გამარჯვებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევო შტაბის თანამშომლებს თავს დაესხნენ