სოფელ დუისში ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა-მეზობლები შურისძიებაზე საუბრობენ

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ორი სართული მთლიანად დაიწვა. სახლი ომარ ქავთაროვს ეკუთვნოდა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,რადგან იმ მომენტში სახლში არავინ იმყოფებოდა. დუისის მოსახლეობის თქმით, ოჯახი წლების წინ საცხოვრებლად ჩეჩნეთში გადავიდა.თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სახანძრო ბრიგადები, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, ხანძრის დროულად ლოკალიზება ვერ მოხერხდა. ომარ ქავთაროვის ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ სახლის გადაწვა სავარაუდოდ შურისძიების მიზეზით მოხდა და ისინი სამართალდამცავებისგან ფაქტის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

,,გასულ წელს ომარ ქავთაროვის ოჯახს დაპირისპირება ყოფილ ნათესავთან ჰქონდა, თუმცა დარწმუნებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია, პოლიციას და კანონს დაველოდებით,“ – აცხადებს დაზარალებული ოჯახის ახლობელი, ფიდო ქავთარაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას ახმეტის პოლიცია აწარმოებს

banner
წინა სტატიაშისტუ-სთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 24 საათიან რეჟიმში იმორიგევებს
შემდეგი სტატია3000–ლარიანი პენსია დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერისთვის – პარლამენტმა ინიციატივის განხილვა დაიწყო